logo
ENG



გავრცელებული ინფორმაციით, ქართული სახელისუფლებო თვითმფრინავი დღეს მინსკში ჩაფრინდა

16 აგვ 202023:54
3 წუთის საკითხავი
clock 401
c7s3omer926ilbc.jpg

მინსკში დღეს საქართველოს ხელისუფლების კუთვნილი თვითმფრინავი ჩაფრინდა, რომლითაც როგორც წესი, ქვეყნის პრეზიდენტი სარგებლობს, - ინფორმაციას URA.RU გამოცემა The Bell-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თვითმფრინავი მინსკში 19:00 საათზე ჩაფრინდა, დაახლოებით 1 საათი აეროპორტში იდგა, შემდეგ კი, უკან გამოფრინდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის მინსკში ვიზიტს უარყოფს.

„საქართველოს პრეზიდენტს არათუ საქართველოს საზღვრები, თბილისიც კი არ დაუტოვებია“, - განუცხადეს „ფორმულას“ პრეზიდენტის პრესსამსახურში.


close დახურვა