გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ჯერ ლისის ტბაზე დაჭრეს და შემდეგ შარტავაზე ვერცხლისფერი ლექსუსიდან გადმოაგდეს. კლინიკა „ევექსში“ აცხადებენ, რომ მას ცივი იარაღით არაერთი ჭრილობა აქვს მიყენებული.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაჭრილი 35 წლის გოჩა ვეფხვაძეა, რომელიც საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. შსს-ში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება და მოკვლევა. გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა.