გაზპრომბანკის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ვლადისლავ ავაევი ოჯახთან ცოლ-შვილთან ერთად საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
Tass-ი წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ავაევმა ჯერ მეუღლე მოკლა, შემდეგ შვილი და ბოლოს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ავაევის და მისი ცოლ-შვილის ცხედრები მოსკოვის ბინაში ოჯახის ახლობელმა იპოვა, მას შემდეგ რაც მძღოლმა და ძიძებ შეატყობინეს, რომ ავაევები კონტაქტზე არ გამოდიან და ბინის კარიც შიგნიდან არის ჩაკეტილი. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. პროკურატურა რამდენიმე ვერსიას განიხილავს.