მუქარა, ზეწოლა და სამსახურიდან გაშვება რეორგანიზაციის საბაბით - რეპრესიებში ამჯერად სამოქალაქო ავიაციის სააგენტოა დადანაშაულებული. სამსახურიდან გაუშვეს თანამშრომელი, რომელიც კრიტიკულ პოზიციას არ მალავდა, მათ შორის რუსეთთან ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით და არც ხელისუფლებასთან დაახლოებული გაიაშვილის ავიაკომპანიის ხარვეზებზე ხუჭავდა თვალს.