logo
ENG



გათიშული მომავალი - ბავშვები, რომლებიც უინტერნეტობის გამო განათლებას ვერ იღებენ

17 მაი 202020:29
3 წუთის საკითხავი
 

ცხოვრება ინტერნეტის, სმარტფონის ან კომპიუტერის გარეშე - ბევრი მოქალაქისთვის ასეთ გარემოში აღმოჩენა წარმოუდგენელია, თუმცა მოსახლეობის 30%-ს ინტერნეტთან წვდომა საერთოდ არ აქვს.

ამის შედეგად გამოწვეული უამრავი პრობლემის გარდა, ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის აუცილებლობა  განსაკუთრებით აქტუალური გახდა კორონავირუსის დროს, როდესაც საგანმანათლებლო  პროცესი მთლიანად ონლაინ რეჟიმზე გადავიდა.

ორი დღის წინ, განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მთავრობას და ხალხს სასწავლო წლის წარმატებით დამთავრების მოახლოების შესახებ აცნობა.

„დროების“ სიუჟეტში გაიცნობთ განათლების სისტემიდან გათიშულ მომავალს;  ბავშვებს, რომლებსაც ძალიან უნდათ სწავლა, თუმცა უინტერნეტობის და კომპიუტერის არქონის გამო, მოულოდნელად, განათლების მიღების შესაძლებლობა დაკარგეს. ყოველივე ეს აჩენს ლეგიტიმურ კითხვას: რამდენადაა დაცული ერთერთი უმთავრესი კონსტიტუციური უფლება  - განათლების საყოველთაოობისა და ხელმისაწვდომობის შესახებ. 


close დახურვა