logo
ENG



გალაკტიონის ძეგლის ირგვლივ მიწა მოხსნილია, დამტვერილი მონუმენტი კი ძელ კვარცხლბეკზეა

10 ივნ 202020:50
3 წუთის საკითხავი
 

ჭავჭავაძის გამზირის მოსახლეობას გალაკტიონის ძეგლი უკვე ერთი უკვე 1 თვეა არ უნახავს. მხოლოდ გადმოცემით იციან, რომ  დროებითი კონსტრუქციების მიღმა ძეგლს მიწა შემოუთხარეს. აქ არც ის იცის ვინმემ, როდის დასრულდება სამუშაოები და როდის შეძლებენ ისევ კლასიკოსის ძეგლის ნახვას.

გალაკტიონის მონუმენტის ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა, პოეტის ძეგლი ხის ფირფიტებში იყო მოქცეული, „ფორმულა“ იმის გარკვევას, რა ხდება ძეგლის ირგვლივ, თავდაპირველად თბილისის მერთან შეეცადა. აღმოჩნდა,რომ კახა კალაძეს არ აქვს ინფორმაცია, რა ხდება თბილისის შუაგულში იმ ცენტრალურ გამზირზე, სადაც სამუშაოების დასათვალიერებლად, რამდენჯერმე იმყოფებოდა

ძეგლის მდგომარეობა „ფორმულამ“ გაარკვია, „აქსის თაურის“ აშენების შემდეგ, კომპანიის ინფორმაციით, ამ ადგილას მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს და ტერიტორიაც ამიტომ შემოსაზღვრეს. ძეგლის ირგვლივ ფილები აყარეს და მიწა მოხსნეს.

გალაკტიონის მონუმენტის ირგვლივ, უკვე ერთი თვეა მიწა მოხსნილია, დამტვერილი ძეგლი ისევ ძველ კვარცხლბეგზე დგას, კომპანიაში ირწმუნებიან, რომ მიწის მოხსნით, მონუმენტს არაფერი დაშავებია. 

ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია თბილისსა თუ რეგიონებში მდებარე ძეგლების მძიმე მდგომარეობაზე დიდი ხანია საუბრობს. ხოშტარია ამბობს,რომ  ძეგლების მოვლა სახელმწიფოს ინტერესებში არ შედის. ნებისმიერი ასეთი სამუშაოების ჩატარების დროს კი მეტი სიფრთხილე და გარემოებების გათვალისწინებაა საჭირო.

მას ფოტომასალაზე დაყრდნობით უჭირს იმის განსაზღვრა, რამდენად საშიშია ძეგლის მდგომარეობა და მიიჩნევს, რომ ამაზე პასუხი დედაქალაქის მერს უნდა ჰქონდეს.

შემოსაზღვრული ტერიტორია მთლიანად  თვენახევარში  უნდა გაიხსნას. ძველ სახეს გალაკტიონი საბოლოოდ მას შემდეგ დაიბრუნებს, რაც სამუშაოები დასრულდება, სამშენებლო კომპანიაში ამბობენ პოეტს ქალაქის  მტვერსაც მხოლოდ ძეგლის სამუშაოების დასრულების შემდეგ ჩამოაშორებენ.

 


 


close დახურვა