logo
ENG



გალერი ვახო სანაიას დაკავებაზე: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა

22 ივლ 202613:05
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/22/vdme16hurkqzpl7.png

საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა, - ასე აფასებს მიხაელ გალერი ვახო სანაიას დაკავებას. ევროპარლამენტარი ამის შესახებ X-ზე წერს.

„ფორმულას“ ჟურნალისტს, ვახო სანაიას, ფეისბუკპოსტის გამო 14-დღიანი პატიმრობა მიესაჯა. ის ფაქტი, რომ რუსეთში მას გაცილებით მკაცრ სასჯელს მიუსჯიდნენ, ნუგეში არ არის, თუმცა ეს აჩვენებს, ევროპის რომელ მხარეს დგას დღეს საქართველო: მის ავტორიტარულ ნაწილში. საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა", - წერს გალერი.

შეგახსენებთ, ვახო სანაია სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო დააკავეს. მას 14 დღით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო.


close დახურვა