ევროპარლამენტარ მიხაილ გალერის თქმით, ქართველმა ხალხმა იცის, ვინ უნდა დაადანაშაულოს იმაში, რომ ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია არ გასცა.
ის ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ ბრალდებებს გამოეხმაურა - საქართველოს პრემიერმინისტრმა თქვა, რომ ევროპული სახალხო პარტიის და უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები, ქართველ ოპოზიციონერებთან ერთად, "დაჟინებით მოითხოვდნენ", საქართველოს არ მიეღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი".
მიხაილ გალერმა ტვიტერზე დაწერა:
"დარწმუნებული ვარ, ქართველმა ხალხმა, რომელიც საქართველოს ევროპული მომავლის დემონსტრირებას ახდენს, უკეთ იცის, ვინ დაადანაშაულოს იმ ფორმულირებისთვის, რისი გამოყენებაც ევროკომისიას მოუწია, რათა სათანადოდ და სამართლიანად გამოხმაურებოდა საქართველოს მთავრობის პრობლემებს".
I am pretty sure the Georgian people who demonstrate for Georgia‘s European future know better who is to be blamed for the wording the European Commission had to choose to properly and fairly address the tasks ahead of the Georgian government. https://t.co/R43aGRo2od
17 ივნისს ევროკომისიამ მხარი დაუჭირა უკრაინა-მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, საქართველოსთვის - არა. კომისიის რეკომენდაციაა, რომ საქართველოს მიეცეს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც მოგვარდება მთელი რიგი პრობლემებისა, რაც ქვეყანაში არსებობს, მათ შორის, დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუციური გაძლიერება, ანგარიშვალდებულება, მართლმსაჯულების რეფორმა, მედიის დამოუკიდებლობა.
24 ივნისს ევროპული საბჭო განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.