რა ვითარებაში გარდაიცვალა გალიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსული ქალი. 62 წლის ნარგიზა აბუთიძის კოვიდ-ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა, მაგრამ ის მაინც საკარანტინო სივრცეში აღმოჩნდა. სამოქალაქო სექტორის აზრით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულ პირებს ის რეგულაციები არ უნდა ეხებოდეს, რომელიც სხვა ქვეყნებიდან შემოსულებზე ვრცელდება. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ნარგიზა აბუთიძე გულის პრობლემების გამო კლინიკაში უნდა გადაეყვანათ და არა კარანტინში.
გალიდან სამკურნალოდ გადმოსული კოვიდინფიცირებული ქალი საკარანტინო სივრცეში გარდაიცვალა
17 მარ 202120:42
3 წუთის საკითხავი