პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინფრომაციით, ქართულ ტრადიციულ საეკლესიო მუსიკას - ქართულ გალობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
"პოლიფონიური ქართული გალობა ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო და, ამავდროულად, კაცობრიობის უდიდესი კულტურული მონაპოვარია. ეს დიდი აღიარება ხელს შეუწყობს მის დაცვას, სწავლებასა და განვითარებას, ქართული თუ საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის, ახალგაზრდების მეტ დაინტერესებას, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ფართო პოპულარიზაციას.
ეს მიღწევა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და ძალისხმევით გახდა შესაძლებელი. ვულოცავ ცენტრის თითოეულ თანამშრომელს და მათთან ერთად, მთელ ჩვენს საზოგადოებას", - წერს ღარიბაშვილი.