პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერები ევრონესტის ვიცე-პრეზიდენტს ანდრიუს კუბილიუსს შეხვდნენ.
საუბრის მთავარი თემა ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობაში ყოფნა იყო. შეხვედრაზე აღინიშნა რომ ოქრუაშვილი უკანონოდ დააკავეს.
პარტიის ლიდერების განცხადებით, კუბილიუსი საკითხით დაინტერესებულია და მას ამ და სხვა ფორმატში დეტალური ინფორმაცია მიეწოდება, როგორც ოქრუაშვილზე, ისე სხვა პოლიტპატიმრებზე.
„ვისაუბრეთ ურთიერთობებზე, რომელიც საერთო ოპოზიციური ამოცანებია. ვისაუბრეთ ჩვენი პარტიის განვითარების გზებზე, ირაკლი ოქრუაშვილზე, რომელიც უკანონო პატიმარია. საუბარი შეეხო ირაკლი ოქრუაშვილის მონახულებას, ეს საკითხი იხილება, ვნახოთ როგორ განვითარდება“, - განაცხადა კოტე კემულარიამ.