გამთენიისას ბაღდადის „მწვანე ზონაში", სადაც დიპლომატიური მისიები და სამთავრობო დაწესებულებებია განთავსებული, ორი რაკეტა ისროლეს. ერთი ჭურვი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან მახლობლად ჩამოვარდა, თუმცა არავინ დაშავებულა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეს „მწვანე ზონაში" სარაკეტო თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის.