logo
ENG



გამოვლენილია 100-ზე მეტი კონტაქტი, რომლებთანაც მარნეულელ პაციენტს ჰქონდა ურთიერთობა - ტიკარაძე

23 მარ 202012:59
3 წუთის საკითხავი
 

მარნეულში ინფიცირებული ქალის კონტაქტების რაოდენობა 100-ს გადააჭარბა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სპეციალური ჯგუფი, რომელიც მარნეულში იმყოფება, კონტაქტების მოკვლევას აგრძელებს. გარდა ამისა, ტიკარაძის თქმით, მათი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია დღის ბოლომდე გახდება ცნობილი. 

"დღეს სტაციონარში იმყოფება 250 პაციენტი. მათი მდგომარეობა სტაბილურია. კორონავირუსი მათ არ დაუდასტურდათ, თუმცა გარკვეული სიმპტომების გამო, მათზე დაკვირვება მიმდინარეობს. ასევე გვყავს კარანტინში მოთავსებული მოქალაქეები და მათი რიცხვი არის 3 500-მდე. მათ ასევე არანაირი სიმპტომები არ აქვთ. 

"რაც შეეხება მარნეულს, აქ გამოვლენილია 100-ზე მეტი კონტაქტი, რომლებთანაც პაციენტს ჰქონდა ურთიერთობა. გასულია სპეციალური ჯგუფი და მიდის საველე სამუშაოები. მიმდინარეობს ამ ადამიანების მოვლენა. დღის ბოლოს გარკვეულ შედეგებს ველოდებით, მათ მდგომარეობასთან დაკავშირებით", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 


close დახურვა