logo
ENG



გამოვლინდა COVID 19-ის 373 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 34 933 ტესტი, დადებითობა 1.07%-ია

27 თებ 202110:44
3 წუთის საკითხავი
 

გამოვლინდა COVID 19-ის 373 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 34 933 ტესტი, დადებითობა 1.07 %-ია

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 373 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

ჩატარდა34 933 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 966 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10 967 PCR ტესტით.

გამოჯანმრთელდა 542 ადამიანი. 

გარდაიცვალა - 14. 

2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, საქართველოში გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა არის 270 510. 

26 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.07%, 14 დღის მანძილზე - 2.07 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.76%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 542 ადამიანი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 264 589-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 499 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 373 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 177 შემთხვევა, აჭარა - 19, იმერეთი - 47, ქვემო ქართლი - 6, შიდა ქართლი - 41, გურია - 19, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 28, კახეთი - 16, მცხეთა-მთიანეთი - 8, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 396, საიდანაც: 1 481 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 714, აჭარაში - 160, იმერეთში - 282. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 254 პირი, მათ შორის, თბილისში - 87, აჭარაში - 31, იმერეთში - 75. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 98 პირი, მათგან თბილისში - 66, აჭარაში- 5, იმერეთში - 11. 164 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 101 - თბილისში, 51 - აჭარაში, 9 - იმერეთში. 751 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 332 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 102, ხოლო აჭარაში - 87.

სულ 6 ოქტომბრიდან - 26 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია - 23 209 პირი.


close დახურვა