logo
ENG



გამოვლინდა კორონავირუსის 1653 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 13 ადამიანი

16 ივლ 202110:41
3 წუთის საკითხავი
 
გამოვლინდა კორონავირუსის 1653 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 13 ადამიანი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 653 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსის შედეგად კი 13 გარდაიცვალა. 

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 800 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 765 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 035 PCR ტესტით. 15 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.75 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.31% ხოლო 7 დღის მანძილზე 4.67%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 653 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 980 შემთხვევა, აჭარა - 118, იმერეთი - 155, ქვემო ქართლი - 96, შიდა ქართლი - 48, გურია - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 72, კახეთი - 94, მცხეთა-მთიანეთი - 39, სამცხე-ჯავახეთი - 20, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18.


close დახურვა