17 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 808 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსის შედეგად 22 ადამიანი გარდაიცვალა.
ეპიდემიის დაწყების დღიდან ქვეყანაში სულ კორონავირუსის 363 318 შემთხვევა დადასტურდა, ამათგან 5 538 ადამიანი გარდაიცვალა.
ამ ეტაპისთვის ქვეყანაში ერთი დოზით აცრილია 217 199 პირი, ხოლო სრულად - 128 096. დღიურად აცრილთა რაოდენობა 10 492-ია.