საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 1 738 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
გარდა ამისა, ვირუსისგან გარდაიცვალა 38 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 1 494 პაციენტი. ბოლო 24 საათში ჩატარდა 14 192 ტესტი - მათ შორის 7 074 კვლევა ანტიგენის ტესტით, ხოლო 7 118 PCR-ით.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 941, საიდანაც, 5 480 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 1 001 ადამიანი, საიდანაც 346 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 225 893-ს. აქედან, 210 445 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 481 გარდაიცვალა.