logo
ENG



გამოვლინდა კორონავირუსის 2 012 შემთხვევა, გარდაიცვალა 25 პაციენტი ჩატარდა 13 451 ტესტი

29 დეკ 202010:52
3 წუთის საკითხავი
 

საქართევლოში კორონავირუსის 20 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსისგან 2 638 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 25 კი გარდაიცვალა.

დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით  კორონავირუსზე 13 451 კვლევა ჩატარდა, მათ შორის 8 313 ანტიგენის ტესტით, 5 138 PCR-ით.

დღეს გამოვლენილი 2 012 ახალი შემთხვევიდან თბილისში 837 შემთხვევა გამოვლინდა, 125 - აჭარაში, 367 - იმერეთში.

ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით შემდეგია:

  • ქვემო ქართლი - 132;
  • შიდა ქართლი - 144;
  • გურია - 31;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 155;
  • კახეთი - 147;
  • მცხეთა-მთიანეთი - 34;
  • სამცხე-ჯავახეთი - 28;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12.

რაც შეეხება ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობას, 5 480 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, 1 001 პირის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 346 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

ამ მონაცემებით, საერთო ჯამში საქართველოში კორონავირუსის 224 155 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 208 951 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 443 - გარდაიცვალა.   


close დახურვა