logo
ENG



გამოვლინდა კორონავირუსის 2 571 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა კიდევ 60 ადამიანი

08 სექ 202110:37
3 წუთის საკითხავი
 
გამოვლინდა კორონავირუსის 2 571 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა კიდევ 60 ადამიანი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გამოვლინდა კორონავირუსის 2 571 ახალი შემთხვევა. 

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე დადასტურდა 570 493 შემთხვევა. 

გარდაიცვალა კიდევ 60 ადამიანი. 

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 977 ადამიანი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 29 449 ტესტი

 დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.73%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.69% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.69%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 571 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 918 შემთხვევა, აჭარა - 224, იმერეთი - 414, ქვემო ქართლი - 195, შიდა ქართლი - 172, გურია - 89, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 204, კახეთი - 242, მცხეთა-მთიანეთი - 49, სამცხე-ჯავახეთი - 49, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 15.

ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია ერთდროულად 35 153 ადამიანი, საიდანაც 6 520 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 808, აჭარაში - 732, იმერეთში - 1 077.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 512 პირი, მათ შორის, თბილისში - 654, აჭარაში - 152, იმერეთში - 350. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 380 პირი,  მათგან თბილისში - 226, აჭარაში - 34, იმერეთში - 29. 

7 სექტემბერს ჩატარდა 27 001 აცრა. 

აცრა იცავს სიკვდილისგან. 

ის რეკომენდირებულია ორსულებისთვისაც. 

საქართველოში ხელმისაწვდომია 4 დასახელების ვაქცინა.


close დახურვა