logo
ENG



გამოვლინდა კორონავირუსის 2 617 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 9 ადამიანი

24 ივლ 202110:56
3 წუთის საკითხავი
 
გამოვლინდა კორონავირუსის 2 617 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 9 ადამიანი

24 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 617 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 9 ადამიანი გარდაიცვალა. 

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კოვიდის 400 698 შემთხვევა დადასტურდა. ამათგან 5 665  პირი გარდაიცვალა. 

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 43 394 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 104 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 290 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.03 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.55 % ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.15 %.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი შემთხვევებიდან: თბილისში გამოვლენილია 1 485 შემთხვევა, აჭარა - 236, იმერეთი - 220, ქვემო ქართლი - 153, შიდა ქართლი - 123, გურია - 31, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 111, კახეთი - 152, მცხეთა-მთიანეთი -45, სამცხე-ჯავახეთი - 44, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 17.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 23 573. 


close დახურვა