logo
ENG



გამოვლინდა კორონავირუსის 4 028 შემთხვევა, გარდაიცვალა 21 ადამიანი

14 თებ 202210:51
3 წუთის საკითხავი
 
გამოვლინდა კორონავირუსის 4 028 შემთხვევა, გარდაიცვალა 21 ადამიანი

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 028 შემთხვევა გამოვლინდა. 

გარდაიიცვალა 21 ადამიანი. 

ჩატარდა 9 688 ტესტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 41.58%-ია, ბოლო 14 დღის - 31.92%, ბოლო 7 დღის - 33.03%. 

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 577 პირი ემსხვერპლა, დადასტურდა 1 458 093 შემთხვევა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 028 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 2 228 შემთხვევა, აჭარა - 303, იმერეთი - 450, ქვემო ქართლი - 259, შიდა ქართლი - 207, გურია - 89, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 203, კახეთი - 210, მცხეთა-მთიანეთი - 27, სამცხე-ჯავახეთი - 48, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

დღეისთვის ერთდროულად ინფიცირებულია 171 731 ადამიანი. მათგან:

6 202 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 500, აჭარაში - 761, იმერეთში - 1 213.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 307 პირი, მათ შორის, თბილისში - 485, აჭარაში - 156, იმერეთში - 425. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 285 პირი,  მათგან თბილისში - 159, აჭარაში - 40, იმერეთში - 24.

1 481 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 878 - თბილისში, 406 - აჭარაში.

164 048 პირი ვირუსს სახლში მკურნალობს. 


close დახურვა