logo
ENG



გამოვლინდა კორონავირუსის 537 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 5265 ტესტი

08 იან 202110:51
3 წუთის საკითხავი
 

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 5 265 ტესტი, შედეგად კი კორონავირუსით ინფიცირების 537 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

ასევე ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 494 პირი და გარდაიცვალა 34 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 728 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 537 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 290 ინფიცირების ფაქტი, აჭარაში - 47, იმერეთში - 44, ქვემო ქართლში - 15, შიდა ქართლში - 46, გურიაში - 6, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 31, კახეთში - 35, მცხეთა-მთიანეთში - 15, სამცხე-ჯავახეთში - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.


close დახურვა