ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 076 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 44 ადამიანი.
ჩატარდა 62 994 ტესტი.
16 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 906 882 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 009 387 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35,5 %, სრულად ვაქცინირებულია 897 299 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 31,4%. 15 ოქტომბერს მხოლოდ 6 673 ადამიანი აიცრა.
16 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.06%, ბოლო 14 დღის მაჩვენებელი - 8.04%; 7 დღის მაჩვენებელი - 8.77%.
ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე დადასტურდა კორონავირუსის 657 753 შემთხვევა, დაღუპულთა რიცხვი კი 9 440-ია.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 076 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 599 შემთხვევა, აჭარა - 159, იმერეთი - 1 028, ქვემო ქართლი - 309, შიდა ქართლი - 387, გურია - 144, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 435, კახეთი - 720, მცხეთა-მთიანეთი - 137, სამცხე-ჯავახეთი - 85, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 73.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 38 300 საიდანაც:
5 176 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 717, აჭარაში - 475, იმერეთში - 1 275.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 180 პირი, მათ შორის, თბილისში - 389, აჭარაში - 74, იმერეთში - 416.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 252 პირი, მათგან თბილისში - 131, აჭარაში - 15, იმერეთში - 24.
922 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 473 - თბილისში, 241 - აჭარაში.
32 202 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
კორონავირუსზე აცრა იცავს სიკვდილისგან. ვაქცინა არ არის 100%-იანი გარანტია იმისა, რომ კორონავირუსით არ დაინფიცირდებით, თუმცა, ადამიანი დაცულია დაავადების გართულებისგან.
ასევე, მასობრივად აცრის შემთხვევაში გაწყდება ვირუსის გადადების ჯაჭვი.
აცრა უსაფრთხოა ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის.
ასაცრელად დარეგისტრირდით booking.moh.gov.ge-ზე.
აცრა შესაძლებელია ცოცხალი რიგითაც, ასევე, რეგისტრაციაში დაგეხმარებიან იუსტიციის სახლებში.
რაც შეეხება გრიპს - საქართველოში გრიპის აცრა ყოველწლიურად ტარდება. თუმცა, მიმდინარე სეზონზე ვაქცინების შემოტანის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.