logo
ENG



გამოვლინდა კორონავირუსის 848 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 15 ადამიანი

19 ივლ 202110:50
3 წუთის საკითხავი
 
გამოვლინდა კორონავირუსის 848 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 15 ადამიანი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 848 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - პირველი შემთხვევის დადასტრებიდან დღემდე ქვეყანაში ჯამში 388329 ინფიცირებაა აღრიცხული.

კორონავირუსით გარდაიცვალა 15 მოქალაქე. საქართველოში კორონავირუსს სულ 5566 ადამიანი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 194 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 607 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 587 PCR ტესტით.

18 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.66 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.60% ხოლო 7 დღის მანძილზე 4.92%.

ამ დროისათვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად აცრილია 113 895 ადამიანი, სულ ჩატარებულია 289 399 აცრა.

 


close დახურვა