logo
ENG



გამოკითხვა სტატუსის გამო

12 აპრ 202220:47
3 წუთის საკითხავი
 

შვიდი წუთი დასჭირდა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მიშა მშვილდაძის გამოკითხვას. სუს იძიებს ფორმულას თანადამფუძნებლისა და ტელეწამყვანის ფეისბუქ სტატუსს. ძიება მიმდინარეობს 315 მუხლით - შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად.

მიშა მშვილდაძის ეპიზოდი მიაბეს ჯერ კიდევ 2021 წელს დაწყებულ გამოძიებას. ლაპარაკია ბესო წერედიანის საქმეზე, რომელიც სწორედ 315-ე მუხლითაა აღძრული. ნინო ვარძელაშვილი მოგვიყვება დღევანდელი გამოკითხვის დეტალებს.


close დახურვა