logo
ENG



გამოკითხვები მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით

05 ნოე 202420:17
3 წუთის საკითხავი
 

სალომე ზურაბიშვილი, ნათია მეზვრიშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა გირჩი ჯაფარიძე - ოლიგარქის პროკურატურა პოლიტიკოსებს დაკითხვაზე ერთმანეთის მიყოლებით იბარებს. გამოძიებას ქვეყნის შიგნით ნულოვანი ნდობა აქვს. ამასთან  გახარიას გუნდის ინფორმაციით, პროკურატურა ყალბი გამოძიების ფარგლებში ცესკოდან ვერიფიკაციის აპარატების წაღებას აპირებს, რამაც შესაძლოა უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებების განადგურება გამოიწვიოს. 

ოპოზიციის ერთობლივი მოთხოვნა საერთაშორისო გამოძიებაა. ამ დროს კი, გაბიტაშვილი მხოლოდ ცესკო-ს მიმართვის საფუძველზე აწარმოებს მოკვლევას და მხოლოდ ხელისუფლებისთვის საინტერესო მუხლებით. პროკურატურაში არ მივიდა პრეზიდენტი, იმავეს აპირებს ყველა ოპოზიციონერი, პირველ ჩვენებას მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ხვალ ნათია მეზვრიშვილი მისცემს.


close დახურვა