logo
ENG



გამოკითხულთა 39% აცხადებს, რომ სასურველ პარტიას პროგრამის მიხედვით ირჩევს

27 ნოე 201919:34
3 წუთის საკითხავი
 
avgccg1fqhunml5.jpg

ტელეკომპანია „ფორმულასა“ და ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია „ედისონ რისერჩის“ პირველი კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის 39%-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანია პარტიის პროგრამა. 28% ამბობს, რომ მოსწონს პოლიტიკური ლიდერი, 22% უპირატესობას ანიჭებს პარტიის იდეოლოგიას,  9% ირჩევს პარტიის საგარეო კურსს და 2% სხვა მიზეზს ასახელებს.

 

მეთოდოლოგია

ედისონ რისერჩმა“ კვლევა 12 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით აწარმოა. კვლევაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონის მოსახლეობის გარდა საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრებმა 2000-მა ადამიანმა. არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლების მქონე რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით იქნენ არჩეულნი. შესაძლო ცდომილება 2.2%-ია, 95%-იანი სანდოობის დონისთვის.


close დახურვა