logo
ENG



გამომშვიდობება დიდ ხელოვანთან - რეზო გაბრიაძე მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს

10 ივნ 202120:45
3 წუთის საკითხავი
 

ქართველი მხატვარი, მოქანდაკე, რეჟისორი, მწერალი რეზო გაბრიაძე მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. ხელოვანი ანჩისხატის ტაძრიდან გამოასვენეს. სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ რეზო გაბრიაძის შემოქმედების მოყვარულები, მის მიერ დაარსებული მარიონეტების თეატრის ერთგული მაყურებელი, პოლიტიკური წრეების წარმომადგენლები. რეზო გაბრიაძე 35-ზე მეტი ფილმის სცენარის ავტორია, მათ შორის, არაჩვეულებრივი გამოფენა, სერენადა, არ დაიდარდო, ქვევრი, შერეკილები, მიმინო.

 

close დახურვა