logo
ENG



გამომშვიდობება ქართველ გმირებთან უკრაინაში

12 აპრ 202220:01
3 წუთის საკითხავი
 

"ქართველი გმირების ბრძოლა და გაღებული სიცოცხლე უკრაინასა და საქართველოს საერთო გამარჯვებას მოუტანს" - ამ ემოციური სიტყვით და წესის აგებით კიევში ვოლოდიმირის ტაძარში ქართველ მეომრებს გამოეთხოვნენ. იზიუმში ოკუპანტებთან შეტაკებისას დაღუპულ ნიკა შანავასა და დავით მენაბდიშვილს უკრაინიდან ჯერ პოლონეთში და შემდეგ საქართველოში გადმოასვენებენ. მეომრებს სამხედრო წესით პატივი მიაგეს, სამძიმარს თანამებრძოლები იღებდნენ, მთავარი ჭირისუფალი კი დაღუპული ნიკა შანავას 20 წლის ძმა ლუკაა, რომელიც ასევე უკრაინაში იბრძვის.


close დახურვა