logo
ENG



გამომძიებლის ჩვენების თანახმად, მწყემსმა მას ბაჩალიაშვილის მანქანის პოვნის შესახებ აცნობა

24 აგვ 202020:21
3 წუთის საკითხავი
clock 286

"ფორმულამ" თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამომძიებლის ჯიმშერ აფციაურის ჩვენება, რომელიც ადასტურებს, რომ მწყემსმა გამომძიებელს პირად ნომერზე დაურეკა და მანქანის პოვნის შესახებ აცნობა.

ირკვევა, რომ მან ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება დაიწყო, თუმცა 3 დღეში შვებულებაში გავიდა. ჩვენებაში არაფერი წერია დრონით მიმდინარე სამძებრო სამუშაოებზე და არც ისაა გარკვეული, რატომ დაურეკეს გამომძიებელს პირად ნომერზე.

ამ წუთებში პროკურატურაში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ახალ შუამდგომლობას აყენებს, რომ ხელახლა გამოიკითხონ ის მოწმეები, რომელთა ბუნდოვანი ჩვენებებიც გარდაცვლილი პროგრამისტის საქმეში დევს. დღესვე პროკურატურამ უნდა გასცეს პასუხი იმ ავტომობილებთან დაკავშირებით, რომელიც საქმეში ფიგურირებს.


close დახურვა