logo
ENG



გამოცემა შარლი ებდოს ყოფილ ოფისთან 2 ადამიანი დაჭრეს

25 სექ 202015:09
3 წუთის საკითხავი
 

სატირული გამოცემის, "შარლი ებდოს" ყოფილ ოფისთან ორმა თავდამსხმელმა ორი პირი დაჭრა. Reuters-ის ინფორმაციით, დაშავებულებს სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები აქვს მიყენებული. 

თავდამსხმელები დანაშაულის ადგილიდან გაიქცნენ, თუმცა პოლიციის წარმომადგენლებმა ისინი დააკავეს. 

დანაშაულის იარაღი სამართალდამცველებმა ადგილზე აღმოაჩინეს, პოლიციის ცნობით, იარაღი მაჩეტეს ტიპის დანაა. 

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დანაშაულის ადგილი გადაკეტეს და მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდეს. 

დანაშაული "შარლი ებდოს" გამოცემაზე ტერორისტულ თავდასხმაში თანამონაწილეობისთვის ბრალდებული 14 პირის სასამართლო პროცესიდან სამი კვირის შემდეგ მოხდა. 

აღსანიშნავია, რომ 23 სექტემბერს გამოცემა "შარლი ებდოს" ადამიანური რესურსების განყოფილების ხელმძღვანელს, მარიკა ბრეტს არაერთი მუქარის მიღების შემდეგ საცხოვრებელი სახლის დატოვება მოუწია. 

"სასამართლო პროცესის დაწყების დღიდან უამრავი თავზარდამცემი გზავნილი მივიღეთ, ალ-ქაიდას მუქარებით დაწყებული, 2015 წლის ტერორისტული თავდასხმის "ბოლომდე მიყვანის" მოწოდებებით დასრულებული", - აცხადებდა ბრეტი. 

2015 წელს რედაქციაზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას ჟურნალის ყდაზე დაბეჭდილი მუჰამედის კარიკატურები უსწრებდა წინ. 2015 წელს ჯიჰადისტმა ძმებმა შეიარაღებული თავდასხმისას რედაქციის 12 თანამშრომელი დახოცეს, მათ შორის გამოცემის 5 მთავარი კარიკატურისტი: შარბიკაბიუვოლინსკი, ონორე და ტინიუსი. ტერორისტულ თავდასხმამდე ჟურნალის მთავარი კარიკატურისტი შარბი ისლამისტურ ორგანიზაცია "ალ-ქაიდას" სპეციალურ სამიზნეთა სიაში ჰყავდა შეყვანილი.


close დახურვა