logo
ENG



გამოცხადებული მორატორიუმი - პრეზიდენტმა არ იცის შეიწყალებს თუ არა მამალაძეს

05 ნოე 201919:51
3 წუთის საკითხავი
 
uy5fhfnk8f5o6of.png

საზოგადოება და მედია პრეზიდენტის გადაწყვეტილებას  უკვე მეექვსე დღეა ელოდება. სალომე ზურაბიშვილმა ჯერ კიდევ არ იცის, შეიწყალებს თუ არა მამა გიორგი მამალაძეს. პრეზიდენტი აცხადებს, რომ სინოდის შუამდგომლობის მიუხედავად, გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა დაფიქრდეს.

მსჯავრდებულის ოჯახს მოლოდინი აქვს, რომ პრეზიდენტი სინოდის შუამდგომლობას გაითვალისწინებს. დეკანოზის ადვოკატებმა სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით ერთხელ უკვე მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. შეწყალებაზე მორატორიუმის გამოცხადების მიუხედავად, დეკანოზის ადვოკატები საქმეში იურიდიულად ხელის შემშლელ გარემოებას ვერ ხედავენ. თუკი პრეზიდენტს დეკანოზის შეწყალება მოქმედი მორატორიუმის გამო უხერხულობას უქმნის, ისინი ზურაბიშვილს სხვა გამოსავალსაც სთავაზობენ.

ხელისუფლებაში წინასწარი პროგნოზისგან თავს იკავებენ და ამბობენ რომ შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს კი ეჭვი აქვს, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილის დასტურს ელოდება. მესამე სექტორში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მორატორიუმის მიუხედავად, პრეზიდენტს მსჯავრდებულის შეწყალების უფლება აქვს. უფლებადამცველები ფიქრობენ, რომ შეწყალების შემთხვევაში ზურაბიშვილი მამალაძის საქმეში არსებულ მართლმსაჯულების ხარვეზებს გამოასწორებს.

 


close დახურვა