logo
ENG



გამოძიებას არაფერს ვუმალავ - შაქარაშვილის საქმის ოქროს მოწმე

17 ივლ 202017:06
3 წუთის საკითხავი
 

ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმის ოქროს მოწმე იაკობ ბრეგვაძე, რომელიც 3 საათის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროში იკითხებოდა, ამბობს, რომ გამოძიებას არაფერს უმალავს. 

გარდა ამისა, ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ რატომ არ მიაწოდა იაკობ ბრეგვაძემ გამოძიებას ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინციდენტის შემდეგ, თემქაზე, იუბილარის ნათესავების სახლში იმყოფებოდა. ამ კითხვის საპასუხოდ ბრეგვაძემ აღნიშნა, რომ საჭიროდ არ ჩათვალა. 

"გამოძიებას არაფერს ვუმალავ... არაა საჭირო და მაგიტომ", - განაცხადა იაკობ ბრეგვაძემ. 

ცნობისთვის, ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის იაკობ ბრეგვაძის გამოკითხვა საგამოძიებო ორგანოში დასრულდა. ფოტოგრაფის გამოკითხვა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

როგორც ბრეგვაძის უფლებადამცველი ირმა ჭკადუა აცხადებს, გამოძიებამ მისი დაცვის ქვეშ მყოფის კამერა ამოიღო და მას ექსპერტიზა ჩაუტარდება. ჭკადუას შეფასებით იაკობ ბრეგვაძის ბულინგი მიმდინარეობს. 


close დახურვა