logo
ENG



გამოძიების დაწყება გაყალბებულია - საქალაქო სასამართლოში კობა კოშაძის პროცესი მიმდინარეობს

28 თებ 202012:01
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლოში, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის კობა კოშაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმის განხილვა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები იკითხებიან. დღევანდელ სხდომაზე სამართალდამცველები სამსახურეობრივი შესრულების გამო ვერ გამოცხადდნენ.

პროკურორის მტკიცებით, საქმის დეტალებში მოიპოვება ყველა ის მტკიცებულება, რომელიც გამოძიების ობიექტურად ჩატარების საფუძველს იძლევა. მათ შორისაა, მოწმეთა ჩვენებები და ვიდეოკადრები. 

"დაახლოებით 8 პოლიციელი ადასტურებს, რომ ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება  და ამოღებულ იქნა იარაღი. საქმეში მოიპოვე აუიდიოჩანაწერები მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ობიექტების, სადაც ჩანს რომ ჩხრეკის დროს კოშაძე გადაადგილდება მისი კუთვნილი ავტომობილით და უკან მიჰყვებიან პოლიციის თანამშრომლები", -აცხადებს ალექსანდრე ჩხეიძე. 

ბრალდებულის ავოკატი კი დარწმუნებულია, რომ დღევანდელი მართლმსაჯულების პირობებში სიმართლე ვერ დადგინდება და სასამართლოც არასწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. 

"ჩვენ გამოვიკვლიეთ ბრალდების მტკიცებულებები და ფაქტობრივად სამი ცრუ მოწმე პოლიციელის გარდა, ბრალდებამ ვერაფერი მოიტანა. ჩვენ დავადასტურეთ, რომ გამოძიების დაწყება გაყალბებულია; არ არის დნმ, არ არის მიკრონაწილაკი და არ არის არანაირი კვალი",-აცხადებს მამუკა ჭაბაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურა კობა კოშაძეს იარაღის უკანონო-შეძენა -შენახვა ტარებას ედავება.


close დახურვა