ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ გერმანიის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში გადაიყვანეს, - ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი გიორგი გამსახურდია Twitter-ზე წერს.
გამსახურდიას ინფორმაციით, მისმა ძმამ მკურნალობა გერმანიაში დღეიდან დაიწყო.
"ცოტნეს მკურნალობის და რეაბილიტაციის შემდეგი ეტაპი, გერმანიის ერთ-ერთ წამყვან, შმიდერის კლინიკაში დღეიდან დაიწყო. როგორც მთლიანად ცოტნეს მკურნალობის პროცესი, ასევე ეს ეტაპიც განხორციელდა ბატონი ბ.ივანიშვილის და საქართველოს მთავრობის სრული დახმარებით. რისთვისაც უდიდესი მადლობა მათ", - წერს გამსახურდია.
ქვეყნის პირველი პრეზიდენტის შვილი თურქეთში ხეჩინაშვილის კლინიკიდან მენინგიტითა და გართულებული ღრმა კომით გადაიყვანეს. ის 2019 წლის 19 დეკემბერს დაჭრეს. საქმესთან დაკავშირებით ოთხი პირია დაკავებული.
სასამართლომ გამსახურდიას საქმეზე დაკავებულ 4 პირს, ტატო ღარიბაშვილს, გიორგი სოლოღაშვილს, პეტრე ყუფარაძესა და კახა ჩხეტიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.