logo
ENG



გამქრალი აივაზოვსკი - ფორმულას სიუჟეტის მერე ფაქტის მოკვლევა დაიწყეს

06 ივნ 202021:15
3 წუთის საკითხავი
 

ტაბიძის ქუჩაზე მდებარე სმირნოვების მუზეუმიდან გამქრალი ივან აივაზოვსკის ორი ფერწერული ტილოს ბედი ისევ გაურკვეველია. პირველი სატელევიზო კომენტარი წინასაგამოძიებო პროცესის დეტალებზე "შაბათის ფორმულას" მუზეუმის ამჟამინდელმა დირექტორმა ბაია ამაშუკელმა მისცა. ხელოვნებათმცოდნე საგამოძიებო უწყებამ დეტალურად 16 მაისს "შაბათის ფორმულაში" გასული რეპორტაჟის შემდეგ გამოკითხა. სმირნოვების მუზეუმი კი ამ დრომდე ისევ დალუქულია.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო დუმს. ცნობილია ისიც, რომ შეუიარაღებელი თვალით სპეციალისტთა მიერ დადგენილ გაყალბებულ და ჩანაცვლებულ ნამუშევრებს ლაბორატორიული კვლევა ამ დრომდე არ ჩასტარებია. საგამოძიებო უწყებაში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ მოკვლევა დაწყებულია და საქმე ამ დრომდე ისევ წინასაგამოძეიბო ეტაპზეა მისული. სპეციალისტებს ვარაუდი აქვთ, რომ უცნაური გარემოების დროს გამქრალი ცისფერი და ვარდისფერი პეიზაჟის ორიგინალები ქვეყნიდან გატანილი უნდა იყოს და მათი პოვნა და ქვეყანაში დაბრუნება თითქმის შეუძლებელია.

ივან აივაზოვსკის ნამუშევრები სოთბის აუქციონზე მილიონები ღირს. 2012 წელს მისი ერთ-ერთი პეიზაჟი 5 მილიონ 200 ათას დოლარად გაიყიდა. 


close დახურვა