logo
ENG



გამყრელიძე: ამ ეტაპზე, გარკვეულწილად შევაჩერეთ პანდემია

30 აპრ 202021:15
3 წუთის საკითხავი
 

დაავადების კონტროლის ეროვნნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ განაცხადა, რომ საქართველო კორონავირუსს შედარებით მომზადებული დახვდა.

გამყრელიძის თქმით, ვირუსს მხოლოდ კომპლექსური ქმედების შედეგად დაამარცხებს.

„ჩვენ ქართველებს კარგი გამოთქმა გვაქვს, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო. უნდა დაველოდოთ ჯერ. ამ ეტაპისთვის, გარკვეულად შევაკავეთ ეპიდემია. ეპიდემია არის ქვეყანაში და დიდხანს გაგრძელდა შეკავების ფაზა.

კარგად მახსოვს იანვრის შუა რიცხვები. ჩვენ ვფლობდით ინფორმაციას, რომ რაღაცა ხდებოდა. ამოვიღეთ ინფორმაცია 2009-2010 წლების, რომელიც პანდემიური გრიპის დროს იყო შემუშავებული. ღორის გრიპის დროს. გეგმა გვქონდა შემუშავებული 2014-ში, როდესაც ებოლა დაიწყო. იანვრის შუა რიცხვებში დავიწყეთ მზადება ღონისძიებებისთვის“, - განაცხადა გამყრელიძემ.


close დახურვა