logo
ENG



გამყრელიძე: ამ ეტაპზე დაინფიცირებულია 12 ადამიანი, ინტენსიურად ვიკვლევთ კონტაქტებს

07 მარ 202012:14
3 წუთის საკითხავი
 
bkchv1lb5aij82j.jpg

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალური ბირიფინგი გამართა.

გამყრელიძემ განაცხადა, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 12 შემთხვევა ფიქსირდება. მისივე განცხადებით, მიმდინარეობს ინტენსიური კონტაქტების კვლევა.


„30 იანვრიდან მოყოლებული ჩვენთან იყო 319 შესაძლო შემთხვევა, რომელიც ექვემდებარებოდა შესაბამის ლაბორატორიულ დადასტურებას. აქედან დღევანდელი მონაცემებით დადასტურებულია კორონავირუსული ინფექციის 
12 შემთხვევა. გუშინ ლუგარში 39 შემთხვევა იყო გამოკვლეული და აქდან სამ შემთხვევაში გახლდათ დადებითი, უმრავლესობა ამ 12 შემთხვევისა დაკავშირებულია იტალიასთან პირდაპირ ან ირიბ კონტაქტთან, 2 დაკავშირებულია ირანში მოგზაურობის ისტორიასთან, ინტენსიურად მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა. სულ იტალიურ კლასტერთან დაკავშირებით 76 ადამიანია შესწავლილი “, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძემ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მიმართონ ექიმს.

 


close დახურვა