logo
ENG



გამყრელიძე: არავითარი შეზღუდვები არ იქნება. საკოორდინაციო საბჭოს მთავარი მოწოდებაა, ავიცრათ

06 თებ 202213:18
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძე: არავითარი შეზღუდვები არ იქნება. საკოორდინაციო საბჭოს მთავარი მოწოდებაა, ავიცრათ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსთან დაკავშირებით დამატებითი შეზღუდვების დაწესება არაა დაგეგმილი. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

გამყრელიძის თქმით, პანდემიასთან ბრძოლაში მთავარ იარაღად კვლავ ვაქცინაცია რჩება. მან ასევე ხაზი გაუსვა ბუსტერ დოზის მნიშვნელობასაც და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე 3 დოზით აცრილთა რიცხვი ძალიან მცირეა.

„არავითარი შეზღუდვები არ იქნება. საკოორდინაციო საბჭოს მთავარი მოწოდება გახლავთ, რომ ავიცრათ, რადგან აცრა აკავებს ინფექციას. ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბუსტერიზაცია. რაც მეტი ბუსტერი გაკეთდება, მით უფრო კარგად შეკავდება ინფექცია და მშვიდად ვიქნებით, რომ არ გვექნება რთული შემთხვევები. 6,4% ადამიანია ბუსტერით აცრილი, რაც ძალიან ცოტაა. სასურველია 1 200 000 ადამიანის ბუსტერით აცრა.

პანდემიის დამთავრების გზა გადის მხოლოდ და მხოლოდ იმუნიზაციაზე. რაც მეტი აცრილი ადამიანი იქნება, რაც მაღალი იქნება იმუნური ფენა ქვეყანაში, მით უფრო ადვილად დავძლევთ და ნაკლები დაზიანებით გამოვალთ ეპიდემიისგან“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 სააათში საქართველოში კორონავირუსის 19 098 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 38 ადამიანი.

ჯამში კორონავირუსის პანდემიას საქართველოში 15 212 ადამიანი ემსხვერპლა.


close დახურვა