logo
ENG



გამყრელიძე: არავითარი ჩაკეტვა არ იქნება, არც ბათუმის და არც აჭარის

05 სექ 202017:48
3 წუთის საკითხავი
 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აჭარის ჩაკეტვა არ იგეგმება. 

გამყრელიძის თქმით, რეგიონში სიტუაცია სრულად კონტროლირებადი და მართვადია. 

"არავითარი ჩაკეტვა არ იქნება არც ბათუმის და არც აჭარის. მოგეხსენებათ, რომ ეს არ არის შემთხვევების ის რაოდენობა, რომ რაღაც რადიკალური ზომები მივიღოთ. მიმდინარეობს გაფართოებული კვლევები, რომელიც კიდევ უფრო გაფართოვდება.

მთლიანად ქვეყანაში, ისევე როგორც აჭარის რეგიონში, სიტუაცია სრულად კონტროლირებადი და მართვადია, არაფერი საპანიკო და არავითარი განგაშის საფუძველი ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ სიტუაცია საყურადღებოა, ეს სიტუაცია პროგნოზირებადი იყო", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსი 25 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან  13 აჭარაში დაფიქსირდა, მათგან 9 საკონდირტო დონას კლასტერს მიეკუთვნება.

 

 


close დახურვა