ომიკრონის ცირკულაცია გაიზარდა, 14 პროცენტი იყო რეინფიცირებისა იმ 1800 ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში, სადაც სეკვენირება ჩატარდა და ომიკრონ-სპეციფიკური pcr ტესტები იქნა გამოყენებული. აბსოლუტურ რიცხვში სადღაც 50 000-ზე მეტი, თუ არ ვცდები 57 000-მდე რეინფიცირების შემთხვევა იყო იანვარში.
ქვეყანაში 95% დადებითი შემთხვევებისა მოდის ომიკრონზე, მიუხედავად ამისა, ზეწოლა ჯანდაცვის სექტორებიდან მოდის მხოლოდ ორზე - ეს არის ამბულატორიული სექტორი - ონლაინ კლინიკები, ოჯახის ექიმები და ლაბორატორიული სექტორი.
ომიკრონით გამოწვეული ინფექცია დელტასთან მიმართებით შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს და ძირითადად ეს ადამიანები ამბოლატორიულ პირობებში, ბინაზე მკურნალობენ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამან არ უნდა გაგვათამამოს, იმიტომ რომ შემთხვევათა კუმულაციური რაოდენობა დიდია.