logo
ENG



გამყრელიძე: მესტიაში სიტუაციას ვაკონტროლებთ, კვირის ბოლომდე 4000-მდე ადამიანი შემოწმდება

14 აგვ 202008:35
3 წუთის საკითხავი
 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში გაფართოებული ტესტირება გრძელდება და კვირის ბოლომდე 4 000-მდე ადამიანს გამოიკვლევენ.

მისივე თქმით, მესტიაში უკვე შესაძლებელია, რომ გადაუდებელ შემთხვევებში PCR გამოკვლევა ადგილზე ჩატარდეს.

"დაახლოებით 300-მდე ადამიანი არის აქ საკარანტინო სივრცეებში. დღეს გაკეთდება გეგმა, თუ როდის უმთავრდებათ საკარანტინო პერიოდი, რადგან ყველა უნდა გაიტესტოს და ისე გავიდნენ კარანტინიდან. 10 ბრიგადა ერთდროულად იმუშავებს და თუ საჭიროა მოხდება დამატება. სიტუაცია სრულად კონტროლს ექვემდებარება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

კორონავირუსის გავრცელების გამო 10 აგვისტოს დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში მკაცრი რეგულაციები დაწესდა


close დახურვა