logo
ENG



გამყრელიძე: ორსულების კოვიდით გარდაცვალების 4 შემთხვევა გვაქვს

12 აგვ 202117:59
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძე: ორსულების კოვიდით გარდაცვალების 4 შემთხვევა გვაქვს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ორსულის კოვიდით გარდაცვალების 4 შემთხვევაა დაფიქსირებული. იგი მოუწოდებს ორსულებს, რომ ვაქცინა გაიკეთონ.

"მოვუწოდებ ყველა ქალს, ყველა ორსულ ქალს ან იმ ქალს ,ვისაც სურს დაფეხმძიმდეს, რომ აუცილებლად აიცრას. უკვე გვაქვს ორსული ქალის კოვიდით გარდაცვალების 4 შემთხვევა. გთხოვთ ყველას, ასევე, ჩემს კოლეგებს, მეან-გინეკოლოგებს, რომელთა სიტყვას აქვს დიდი მნიშვნელობა, როდესაც მიდიან კონსულტაციაზე მათ ურჩიონ, რომ აიცრან. წლის განმავლობაში, დაახლოებით, 60 ათასამდე ქალბატონი ფეხმძიმდება. 120-130 ათასი ფაიზერის ვაქცინა დევს საწყობში, პირველი დოზებისთვის, რომელიც ჯერ დაჯავშნილი არაა", - განაცხადა გამყრელიძემ.

რამდენიმე დღის წინ ქუთაისში კოვიდინფიცირებული ორსული გარდაიცვალა. ნაყოფის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

დღეს ცნობილი გახდა, რომ კიდევ ერთი ინფიცირებულ, 7 თვის ორსულ ქალს გართულების გამო ნაყოფი დაეღუპა. მძიმე მდგომარეობის გამო, მას საკეისრო კვეთას ვერ უკეთებენ. ქალი სამკურნალოდ ქუთაისიდან უკვე თბილისში გადაიყვანეს. 


close დახურვა