logo
ENG



გამყრელიძე: პანიკის საფუძველი არ არსებობს, უნდა გვქონდეს მეტი პასუხისმგებლობა

07 მარ 202012:52
3 წუთის საკითხავი
 
cyzwg685837k7ca.jpg

 

„პანიკის საფუძველი არ არსებობს“ - აღნიშნული განცხადება დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ  ბრიფინგზე განაცხადა.

გამყრელიძეს თქმით, სარისკო ქვეყნებიდან ჩამოსულ მოქალაქეებს ორკვირიან კარანტინში მოუწევთ ყოფნა.

„ძალიან გთხოვთ, პანიკას ნუ მივეცემით. პანიკის საფრთხე და საფუძველი არ არის. უნდა გვქონდეს მეტი სიფხიზლე ქვეყანაში და მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დავმალოთ სიმპტომები, როცა ჩვენ ვბრუნდებით ჩემ მიერ დასახელებული ქვეყნებიდან, განსაკუთრებით დღეს ყველაზე დამაზიანებელია ჩვენთვის იტალია, საიდანაც ბევრი ჩვენი თანამემამულე ბრუნდება და ისინი უნდა შემოვიდნენ ქვეყანაში. ფრენების აკრძალვის შემდეგ საქართველოს მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რათა ჩვენს თანამემამულეებს მიეცეთ საშუალება საქართველოში დაბრუნების, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩამოსვლის შემდგე უნდა გაიარონ ორკვირიანი კარანტინი, რათა უზრუნველყონ, პირველ რიგში, თავიანთი ჯანმრთელობის უსაფრთხოება და მეორე - არ იყვნენ ინფიცირების წყარო“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, ამ მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 12 შემთხვევა ფიქსირდება.

 


close დახურვა