logo
ENG



გამყრელიძე: ტესტების დეფიციტი არ იქნება, 370 000 -მდე მარაგი გვაქვს, შეკვეთილია 500 000

04 დეკ 202013:21
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/04/1744bf3bfgjco9u.jpg

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ დღიური ტესტირებების რაოდენობის გაზრდის მიუხედავად, ქვეყანაში PCR ტესტების დეფიციტი არ იქნება. მისი თქმით, ქვეყანას უკვე აქვს 370 000 - მდე მარაგი, ხოლო შეკვეთილია ნახევარ მილიონამდე PCR ტესტი, რომელიც, გამყრელიძის ცნობით, ქვეყანაში მომავალ ორ კვირაში ჩამოვა. 

"ჩვენი სამიზნე მაჩვენებელია, რომ დღიურად ავიდეთ 20 000 ტესტის ფარგლებში, სადაც ნახევარი იქნება PCR, ნახევარი კი ანტიგენის ტესტები". – ამბობს გამყრელიძე.

ბოლო 24 საათში საქართველოში რეკორდულად ბევრი, 17 000 ტესტი ჩატარდა, დადასტურდა ინფიცირების 5 068 შემთხვევა. ვირუსის შედეგად კი 38 ადამიანი გარდაიცვალა. 


close დახურვა