logo
ENG



გამყრელიძე: ქალბატონი ნინო შეიძლება, მობრძანდეს საბჭოზე და იქ იყოს მსჯელობა საკითხებზე

24 აგვ 202121:33
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძე: ქალბატონი ნინო შეიძლება, მობრძანდეს საბჭოზე და იქ იყოს მსჯელობა საკითხებზე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას შეუძლია საკოორდინაციო საბჭოზე მივიდეს და პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე იქ იმსჯელონ. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში განაცხადა.

"უაღრესად პატივმცემელი ვარ ამ ინსტიტუტის. ეს არის დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი განვითარების ღერძი. პატივს ვცემ ქალბატონ ნინოს. მაგრამ არ უნდა იყოს ეს პოლიტიკურ თემად აწეული. ქალბატონი ნინო შეიძლება მობრძანდეს, მას აქვს უფლება საკოორდინაციო საბჭოზე [ყოფნის] და იქ იყოს ამ საკითხებზე დებატები", - აღნიშნა გამყრელიძემ. 

კითხვის პასუხად, გამყრელიძე აღნიშნავ, რომ სახალხო დამცველს შეუძლია რეკომენდაციები მოისმინოს ყველა საკითხთან დაკავშირებით:

"ყველაფერთან დაკავშირებით, მარტო არჩევნებთან დაკავშირებით არა, ზოგადად, ეპიდსიტუაციასთან, ქვეყანაში პროცესის მიმდინარეობასთან და ა.შ. სჯობს იქ იყოს დებატები, ვიდრე ახლა ჩვენ საჯაროდ დავუპირისპირდეთ ერთმანეთს და იყოს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ვინ მეტ პოლიტიკურ ქულას დაიწერს. არ ვერევი ამ პოლიტიკაში და დამანებონ, რა, თავი". 

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ამ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში მართებულია, დაიწყოს მსჯელობა არჩევნების გადადებაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა სათანადო რეგულაციების არარსებობას მაშინ, როცა კორონავირუსით დღეში 60-70 ადამიანი იღუპება. 

სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ საქართველოში კორონავირუსი არა მეცნიერული გათვლების საფუძველზე, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობით იმართება.


close დახურვა