logo
ENG



გამყრელიძე: ჩვენ უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან ერთად თანაცხოვრება

30 აპრ 202021:43
3 წუთის საკითხავი
 

დაავადების კონტროლის ეროვნნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ განაცხადა, რომ საქართველო კორონავირუსთან ბრძოლაში ბაზელის უნივერსიტეტის მოდელს მისდევს.

გამყრელიძის თქმით, ხალხმა ვირუსთან ერთად თანაცხოვრება უნდა ისწავლოს.

 „მაისის პირველი ორი კვირა უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. ჩვენ პიკში შესული ვართ. ჩვენ ბევრი მოდელირება გვქონდა გაკეთებული და დღეს, რასაც მივყვებით ეს ბაზელის უნივერსიტეტის მოდელია. ძალიან ახლოს ვჯდებით ამ მოდელირებასთან. ჩვენ გვქონდა სამი მრუდი ბაზელის მოდელირებაზე, რაც ნიშნავდა, რომ, თუ ჩვენ მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებებით ვივლიდით როგორითაც ვიარეთ, მაშინ უნდა გვქონდა ის, რაც გვაქვს პლიუს-მინუს 50. ვიცოდით, რომ ჩვენ თუ შევამსუბუქებდით იმ პერიოდში მაშინ მეორე მრუდი ამუშავდებოდა, რომელიც 10 მაისისთვის 2000- 2500 შემთხვევას გვაძლევდა  და თუ ძალიან შევამსუბუქებდით, მაშინ ავდიოდით 5000-7000 შემთხვევაზე მაისის 10 დან 15 -მდე. დღესაწაულების წინ მოსახლეობამ სერიოზულად დაუჭირა მხარი ამ რეკომენდაციებს. სოციალური დისტანცირება და  „სახლში დარჩი“ ყველაზე მოარული სლოგანი გახდა, რომელიც ახლა ჩემი აზრით მალე უნდა შეიცვალოს მეორე სლოგანით „უნდა ვისწავლო თანაცხოვრება კორონავირუსის ინფექციასთან ერთად“, - განაცხადა გამყრელიძემ.


close დახურვა