logo
ENG



გამყრელიძე: ჩვენი წინადადებაა, უსიმპტომოების ე.წ. სისტემური ტესტირება დროებით შეჩერდეს

25 იან 202212:51
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძე: ჩვენი წინადადებაა, უსიმპტომოების ე.წ. სისტემური ტესტირება დროებით შეჩერდეს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საკოორდინაციო საბჭოზე NCDC-ის რეკომენდაციაა, რომ 1-ლი თებერვლიდან ე.წ უსიმპტომო ადამიანების ე.წ. სისტემური ტესტირება დროებით შეჩერდეს.

მისივე თქმით, ეს ინიციატივა არ ეხება სამედიცინო პერსონალს.

"ჩვენ შევედით წინადადებით საბჭოზე დღეს, რომ 1-ლი თებერვლიდან, დროებით, გარდა სამედიცინო პერსონალისა, უსიმპტომო პირების ე.წ. სისტემური ტესტირება შევაჩეროთ გარკვეული პერიოდით. იმიტომ, რომ ძირითადად გადავერთოთ მხოლოდ სიმპტომებიან ადამიანებზე. რა თქმა უნდა, სიმპტომიანი ადამიანები სასურველია, რომ გაიტესტონ, დადასტურდეს, რომ არის ინფექცია და იმოქმედონ მერე იმ ალგორითმით, რომელიც დღეს დადგენილია", - თქვა გამყრელიძემ.

გამყრელიძის განმარტებით, ინიციატივა ეხება როგორც სწრაფ, ისე PCR ტესტირებას.

ე.წ სისტემური ტესტირება სხვადასხვა რისჯგუფებისთვისაა განკუთვნილი და მათ ორ კვირაში ერთხელ უტარდებათ. 


close დახურვა