logo
ENG



გამყრელიძე:მოვუწოდებ მოსახლეობას, დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს

01 ივნ 202012:45
3 წუთის საკითხავი
 
cc25ss38x0fel7z.png

დაავადებატა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მოსახლეობას მიმართა და კიდევ ერთხელ მოუწოდა პირბადეების ტარებისკენ.

გამყრელიძის თქმით, ამჟამად საქართველოში კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით საგანგაშო ვითარება არ არის და ქვეყანა სტაბილურ ვითარებას ინარჩუნებს.

„მინდა მოვუწოდო მოსახლოებას - მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რჩება ოაზისად ჩვენს ირგვლივ მყოფ ქვეყნებთან შედარებით, სადაც  ამ ეტაპამდე, ჩვენ მოვახერხეთ შეკავება ინფექციისა და ფართომასშტაბიანი ეპიდემიის პრევენცია, დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს. არ უნდა მივეცეთ ილუზიას, რომ კორონა დავამარცხეთ. ინფექცია ქვეყანაში არის. თუ ჩვენ ამ შემსუბუქების და ეკონომიკის გახსნის პირობებში არ დავიცვათ რეკომენდაციებს, რასაც იძლევა სახელმწიფო, ჯანდაცვის სფერო მაშინ შეიძლება გვქონდეს ამ ტიპის მიკროაფეთქებები.

"ეს შემთხვევები, რაც ბოლო 3 დღის განმავლობაში გვქონდა, არაა პანიკის საფუძველი. ეს არ გახლავთ, რომ შიდა გავრცელება დიდია, ყველა შემთხვევა მართვადია. საკმარისი რაოდენობაა საწოლების ქვეყანაში. თუმცა, ამ შემსუბუქების პირობებში უნდა გავითავისოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა. საზოგადოებრივ ტრანსპორტში აუცილებელია პირბადის ტარება. გუშინ გავისეირნე რამდენიმე პარკში, სამწუხაროდ, მოქალაქეების უმეტესობა არ იცავს არც დისტანციას და არც პირბადეს იკეთებს“, - განაცხადა გამყრელიძემ.


close დახურვა