ამირან გამყრელიძის თქმით, კომენდანტის საათისა და გადაადგილების შეზღუდვის შემქუბუქებასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო სიფრთხილის გამოჩენას ამჯობინებს.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, არსებული ეპიდსიტუაციით, შესაძლო, გარკვეულ ცვლილებებზე საუბარი. თუმცა, მისივე განმარტებით, მთავარია ამ მაჩვენებლების შენარჩუნება.
„ეპიდსიტუაცია გაუარესების ტენდენცია აქვს, მაგრამ ეს არაა ნახტომისებური, როგორც გვქონდა სექტემბრიდან ოქტომბერში. შემსუბუქების ფონზე გასამკაცრებელია პირბადის ტარების მაჩვენებელი, დიდი შეკრებების აკრძალვა და აცრების ინტენსიფიკაცია.
კომენდანტის საათი არაა ქართული გამოგონება - ითვლება ეფექტურ საშუალებად პანდემიების დროს შემზღუდველ ღონისძიებებში. ამიტომ მასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციაა საჭირო. შემსუბუქებაზე ვთქვით, რომ თუ ჩვენ ამ ტიპის ეპიდსიტუაციით ვივლით მარტი-აპრილი, მაისში შევალთ კარგი იმედით. მარტის ბოლოს თუ აპრილის დასაწყისში შეიძლება იზრუნოს ქვეყანამ კომენდანტის საათის ცვლილებებზე", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კომენდანტის საათი საქართველოში 2020 წლის 28 ნოემბრიდან მოქმედებს - ის ერთჯერადად, მხოლოდ შობის ღამეს მოიხსნა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიუხედავად ეთნიკური უმცირესობების მოთხოვნისა, ნოვრუზის დღესასწაულზე გადაადგილების შეზღუდვა არ შემსუბუქდა.
კომენდანტის საათი შემსუბუქდება 28 მარტის ღამესაც - საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩის დღეს.
გადაადგილების შეზღუდვის მოხსნის მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტებმა არაერთი აქცია გამართეს.